მელიქიშვილის #4 კორპუსს
რამდენიმე კვირის წიმნა ძლიერმას ქარმა სახურავი გადახადა. მას შემდეგ კოპრუსის შეკეთა არ მომხდარა. ზარალიც დათვლილია. კორპუსის მაცხოვრებლები დამხარებას ითხოვენ: “ეთქვათ თუ არ აკეთებდნენ, როცა იმედი არ გაქ რაღაცას იღონებ. ძალაუნებურად იყვენენ მოსული როცა ქარმა სახურავი გადახადა კორპუსს. ქალაქის მერიც იყო და დახმარებას შეგვპირდნენ. ქვემოტ მანქანა იყო დაზიანებული და თქვეს დაზღვეული თუ არაა ვერ გავაკეთებთო, მაგრამ მანქანაზე საუბარი არაა. ხალხს აწვიმს თავზე. გუშინ შუქიც გაითიშა”, – აცხადებს მელიქიშვილის #4 კორპუსის მცხოვრები გურამ წულაია.
მელიქიშვილის #4 კორპუსში არდებულ მდგომარეობას გამოეხმაურა თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია: “მთლიანად დამპალია უკვე სახლი. კატასტროფული სიტუაციაა. ყველა ქვეყანაში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება ხელისუფლება, რადგან ამ ადამიანებს იმ წუთას არ აქვთ საშუალება პრობლემები გადაჭრან. მთელ მსოფლიოში ეხმარევბა ხელისუფლება ხალხს, მხოლოდ ქუთაისია გამონაკლისი”, – განაცხადა გოგი წულაიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას დახმარებაც მართლაც დაჰპირდა. მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს: “საკიტხთან დაკავშირებით ვართ ინფორმირებულები. პარასკევს მოხდა ცენტრალური ხელისუფლებიდან თანხის გამოყოფა. ეს იმდენად დიდი ზარალი იყო, რომ წლის ბოლოს ქალაქის ბიუჯეტისთვის შეუძლებელი იყო დამოუკიდებლად ამ პრობლემას გამკლავებოდა. ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რადგან წვიმები და უამინდობა იყო, უფრო მეტიც, გარკვეული თამნხა გადაერიცხათ იმისთვის, რომ გადასახურავი მასალა, ბრიზენტი შეეძინათ დროებით. დღეს ან ხვალ გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია, გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება სამუშაოების შესრულება”, – განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.