უამინდობამ ზესტაფონში პრობლემები შექმნა.
დატბორილია ზესტაფონის სადგურის მიმდებარე ტერიტორია , როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს დატბორილია ავტოსადგურსა და ფაბრიკას შორის არსებული ტერიტორია. წყალდიდობა სავარაუდოდ სანიაღვრე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. ადგილზე იმყოფება საპატრულო სამსახური .