საიას ქუთაისის ფილიალში კველვა წარადგინეს,
რომელიც თვითმმართველ ქალაქებში, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებასა და დისციპლინარულ პასუხისმგებლობის სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავდა 2015 წლის განმავლობაში. კვლევაში გაანალიზებულია როგორც სასამართლო, ისე საკანონმდებლო პრაქტიკა სამსახურეუბივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კუთხით. “ქუთაისში, მაგალითისთვის, მხოლოდ 1 დისციპლინარული წარმოებაა დაშვებული 2015 წლის განმავლობაში, რაც საკაოდ დაბალი მაჩვენებლია იმ რაოდენობასთან შედარებით, რამდენი საჯარო მოხელეც არის დასაქმებული. 12 თვითმმართველ ქალაქში სულ 759 საჯარო მოხელე გათავისუფლდა. ქუთაისი თბილისის, რუსთავისა და ბათუმის შემდეგ მეოთხე ადგილზეა გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობით. გათავისუფლება უმეტეს შემთხვევაში პირადი განცხადებითაა, თუმცა ძნელია იმის დადგენა უშულაოდ მისი სურვილით დაწერა გათავისუფლებულმა განცხადება თუ არა. რაც შეეხება დისციპლინარულ საქმისწარმოებას. 12 ქალაქში 64 დისციპლინარული წარმოება ჩატარდა. თუმცა 19 შემთვევაშ ჰქონდათ საშუალება წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები საჯარო დაწესებულებაში”, – განაცხადა საიას იურისტმა ნინო სუხიშვილმა.