დღეს გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა
და საკრებულოს დეპუტატი ლელა ქელბაქიანი, კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, წულაიას თქმით ქელბაქიანს საკრებულოს ხელფასი უკანონოდ ერიცხება.”იმ დროს როდესაც ლარი უფასურდება,როდესაც ადამიანები უკანასკნელი სიდუხჭირის ზღვარზე არიან, ამ დროს ჩვენი საკრებულოს წევრები, კონკრეტულად ლელა ქელბაქიანი ხელზე იღებს 1360 ლარს, თავის ბიზბნესიდან, კიდევ იღებს ხელფასს, ესაა კანონის დარღვევა.მოვუწოდებ ქალაქის მერს და საკრებულოს, აღმოფხვრან ეს დანაშაულუი და რამდენად შესაძლებელია, ის თანხები რაც გაიცა ამ ქალბატონზე, დაბრუნდეს ბიუჯეტში,”- განაცხადა გოგი წულაიამ.
რადიო “ძველი ქალაქი” შეეცადა დაკავშირებოდა საკრებულოს წევრ ლელა ქელბაქიანს,თუმცა პრეს სამსახურში განაცხადეს, რომ ლელა ქელბაქიანი ამ დროიისთვის საქართველოში არ იმყოფება.