ქუთაისი ზამთარს
მომზადებული ხვდება. როგორც სპეციალურ სერვისებში აცხადებენ უქვი ნალექის შემთხვევაში ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნება.
“გუშინ ქალაქში თოვლის სახით მოსული ნალექსი გამო “სპეციალურმა სერვისებმა” დაიწყო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა. პროცესი დაიწყო დილით 5 საათიდან, როდესაც ნალექთან ერთად ყინვაც იყო. პროცესი ამ ეტაპზე დასრულებულია. ზამთრისთვის სრულ მზადყოფნაშია სპეცტექნიკა. გადავდივართ 24 საათიან რეჟიმზე. ამინდის პროგნოზის მიხედვით ცუდი ამინდია ამ კვირაში და ხუთშაბათს გაგრძელდება თოვა. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავებთ და არ შექმნება არანაირი პრობლემ, “- განაცხადა რადიო “ძველ ქალქთან” საუბრისას სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ.