აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის მერიაში გაიმართა
. პრეზენტაციას ქუთაისში დასაქმებული არქიტექტორები ესწრებოდნენ. ახალი პროგრამა ქალაქის მერმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს.
შოთა მურღულიას განცხადებით ელექტრონული ვერსია თბილისის მიერ შექმნილის ანალოგიით შეიქმნა.
“მე ადრეც განვაცხადე, რომ არქიტექტურასთან დაკავშირებით დიდი რეფორმები იყო განსახორციელებელი, რადგან მოძველებული ფორმით ხდება ამ სისტემის მართვა. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებსაც რამდენიმე ასეულ ათასობით ლარი ჰქონდათ ამ კვლევებში დახარჯული, ვთხოვეთ და მათ მიერ შემუშავებული პლატფორმა ელექტრონული სისტემის, გადმოვიტანეთ, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა გააადვილებს მშენებლობებზე ნებართვების გაცემის პროცედურას და მას გახდის საჯაროს და გამორიცხავს ბიუროკრატიულ ფაქტორს,”- განცხადა შოთა მურღულიამ.
არქიტექტორი გია ხუჯაძე მიესალმება აღნიშნულ ცვლილებას და აცხდებს, ელექტრონულ სისტემაზე გადსასვლას წლების წინაც ითხოვდა.
“ძალიან მარტივია და ძალიან პროგრესული, ჩვენ რამდენიმე წლის წინაც ვითხოვდით, რომ მომხდარიყო ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა. ზოგჯერ ისეთი პროექტები მტკიცდება, რომლის მაგალითად მე წარდგენაც მომერიდებოდა, ახლა როდესაც პროექტების წარდგენა ელექტრონულად მოხდება, უფრო ობიექტურად მოხდბა დამტკიცება, “-განაცხადა გია ხუჯაძემ.
ქუთაისში ახალი პროგრამა 2017 წლიდან ამოქმედდება.