ქუთაისის მერი მოსახლეობას

კვლავ ბოდიშს უხდის. კარგა ხანია ქუთაისში გზების ნაწილი წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გადათხრილია. მოსახლეობასთან ერთად კომპანიის მიმართ უკმაყოფილებას უკვე საკრებულოს დეპუტატებიც გამოხატავენ და კომპანიის მიმართ მეტად პრინციპულ მიდგომას ითხოვენ. ქუთაისის მერმა  დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქალაქის მიერ აღებული ყველა ვალდებულება შესრულებუალია.  ” ჩვენ შეგვიძლია მალევე დავაგოთ გზა, მაგრამ 2 თვეში ისევ დადაიჭრება. წყალი არ შედის ჩვენს კომპეტენციაში. თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო, როცა ქალაქს ეს ფუნქცია ჩამოერთვა. გვაქვს შეხვედრები თურქულ კომპანიასთანაც. კეთდება 24 საათიანი წყალმომარაგება, მესმის რთული მოსათმენია, მაგრამ ისეთი საქმე კეთდება უნდა მოვითმინოთ. მე ვიხდი ამაზე ბოდიშს, რომ ასეთი შეფერხებები არსებობს”, – აღნიშნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შოთა მურღულიამ.

კომპანია “SMK” ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციას ქალაქის მასშტაბით ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *