ქუთაისში, “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ
, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა.
წულაიას თქმით აღნიშნულ ტერიოტორიაზე პროკურატურის თანამაშრომლებისთვის საცხოვრებელი ბინა შენდება.
“არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა და არავის აზრის გათვალისწინებით ასეთი მშენებლობის დაწყება, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეს და უნივერსიტეტს კედელი ჩამოენგრა. როგორც გავიგე, ის შენობა პროკურატურისთვის შენდება. ტრაგედიაა თუ კი პროკურატურა და ქალაქის მერია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. რა უნდა გამოიძიონ იმათმა, როცა ისე აკეთებენ,”- განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.