ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ლადო ასათიანის ქუჩაზე
მიმდინარე გზისა და სანიაღვრე სიტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ქალაქის მერი დღეს სამშენებლო კომპანიის „SMK“წარმომადგენლებს შეხვდა.
” მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები ქუთაისის მერიის კომპეტენციაში არ შედის, ქუთაისის მერია აღნიშნული სამუშაოების არც დამკვეთია და არც მაკონტროლებელი, მე დღეს შეხვედრა მქონდა კომპანია „SMK-ას” წარმომადგენლებთან და მათთან პერიოდულად ვმართავ შეხვედრებს. ახალი მილებია გაყვანილი, დაიტესტა წყლის სისტემა, რომ გაადაეგოთ ახალი გზის საფარი უნდა მომხდარიყო ძველი მილის ჩახსნა, მაგრამ ამის შემდეგ რამდენიმე ოჯახი და ერთი კორპუსი დროებით წყალის გარეშე დარჩებოდა. კომპანიამ დაგვპირდა, რომ ამ თვის ბოლოს დროებით გზის საფარს გადააგებდა, ხოლო საბოლოოდ დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება. მესმის რთული პრობლემაა, რის გამოც მინდა თანაქალაქელებს ბოდიში მოვუხადო,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.