ქუთაისში ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრისთვის
ავეჯის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. 16`850 ლარად მაგიდისა და სკამების შეძენა უნდა მოხდეს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული ავეჯით ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. სატენდერო წინადადებების მიღება 15 ნომებრიდან იწყება და 17 ნოემბერს დასრულდება.
ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი ქუთაისში “მირზაანის” ყოფილ შენობაში განთავსდება.