ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს,
რომლის მიხედვითაც, მე-13-ე ბაღის ხელმძღვანელის პოსტს მაკა აბულაძე ერთი თქვის წინ დაუბრუნდა.
მაშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მაკა აბულაძის წარმომადგენლის სარჩელი ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება მაკა აბულაძის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე და იგი აღდგინეს იმავე თანამდებობაზე.
ახალი სასამართლო პროცესი კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე თამარ სვანაძის თავმჯდომარეობით 2016 წლის 28 ნოემბერს 12 საათზე არის დანიშნული. შეიცვლება თუ არა განაჩენი ეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.