ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მცირე ფერმერების პროდუქტიულობის ზრდის სამწლიანი მუშაობა შეაჯამეს დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა საქართველოში ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის კრისტინა კასელის თქმით პროგრამის მიზანია ქვეყანაში სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრა და სოფლის მეურნეობის განვითარება.
“პროექტი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ იყო 52 მილიონი ევროს დაფინანსება, მეორე ეტაპზე 50, ხოლო მესამე ეტაპზე დაგეგმილია 78 მილიონიანი ევროს ინვესტიციის განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობაში,”- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კრისტინა კასელმა.
კონფერნცია ორდღიანია და ის მიმდინარე წლის 9 ნოემბერს დასრულდება.