ზვარეში მუშების გარდა ნაცემია ორი ქალბატონი.

როგორც “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” პრეზიდენტმა რადიო “ძველ ქალაქს” განუცხადა, მათ ამის შესახებ დღეს შეიტყვეს. “დღეს ცნობილი გახდა, რომ გარდა მამაკაცებისა სამზარეულოში დამხმარეებად მომუშავე გოგონები არიან ნაცემი. ერთს ალმატურა აქვს ზურგში ჩარტყმული და მეორეს კედელზე აქვს თავი მირტყმული”, – განაცხადა “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.

როგორც მან გაცხადა, კომპანიის წარმოადგენელბი სხვა დროს პროვოკაციებს აწყობდნენ.
“ამ დაჯუფების შესახებ ძალიან ბერჯერ ვაცნობეთ რკინიგზის კომპანიას, რომ აწყობდნენ პროვოკაციებს. ბოლოს გადავიდნენ ცემა-ტყეპაზე და მის მოთმენა შეუძლებელია. ამ ხალხს სჭირდება უსაფრთხოება და უნდა სამუშაო. სახელმწიფო უნდფა იყოს მაქსიმალურად ჩართული”, – განაცხადა “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.

ზვარეში მომხდარი დანაშაულისთვის კვალიფიკაციის კიდევ ერთხელ შეცვლას არ გამორიცხავენ შსს-ში. ცემის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამ ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.

ზვარეში მომხდარი დანაშაულისთვის კვალიფიკაციის კიდევ ერთხელ შეცვლას არ გამორიცხავენ შსს-ში.

“დაკავებული არის რამდენიმე პირი ამ საკითხზე, თუ არ ვცდები, ჩინეთის მოქალაქეები. ცემის მუხლით იყო, მაგრამ შემდგომში მოხდა გადაკვალიფიცირება ჯამრთელობის დაზიანების მუხლით. თუმცა, იმის გამო, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უნდა განხორციელდეს, შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. მაგრამ, ამ ეტაპზე მთავარი არის, რომ კონკრეტული პირები არის დაკავებული,” – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *