მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის
მიერ მომზადებული ანგარიშის შედეგების მიხედვით, გენდერული უთანასწორობის რეიტინგში საქართველომ 90-ე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გენდერული თანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მოხვდა ისლანდია, მეორე ადგილზე ფინეთია, მესამეზე კი ნორვეგია. ტოპ-ხუთეულში მოხვდნენ შვედეთი და რუანდა. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს იემენი.
განათლების დონის პარამეტრით კი საქართველო 78-ე ადგილს იკავებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიოში ქალები საშუალოდ 39 დღით მეტს მუშაობენ, ვიდრე მამაკაცები.
დოკუმენტის თანახმად, გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლების დინამიკა იძლევა პროგნოზის საშუალებას, რომ მსოფლიოში მამაკაცებისა და ქალების ეკონომიკური თანასწორობის მიღწევა მხოლოდ 170 წელიწადში გახდება შესაძლებელი.