ქუთაისში საახალწლო განწყობის
შესაქმნელად უკვე ემზადებიან. ქალაქის მერიამ გარე განათებების მოსაყობად ტენდერი გამოაცხადა. წელს ახალი წლის განწყობის შესაქმნელად და ქალაქის მოსართავად განკუთვნილი სატენდერო თანხა 49`250 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა მკომპანიამ ქალაქის მორთვა ხელშეკრულების დადებიდან 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
2016 წლის შესახვედრად, წინა წელს, ქალაქის მორთვა–გალამაზებაზე ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ “აღმდგენი” იზრუნა. მაშინ ბიუჯეტიდან დაახლოებით 85 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.