საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა
და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით ღონისძება გაიმართება.
წელს, “მსოფლიო სურსათის დღის” მთავარი თემა კლიმატის ცვლილებაა. “აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2016 წელი პარკოსანი კულტურების საერთაშორისო წლად ოფიციალურად გამოაცხადა. შესაბამისად, მიმდინარე წელს “მსოფლიო სურსათის დღე”, რომელიც გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ყოველწლიურად აღინიშნება, კლიმატის ცვლილებებსა და პარკოსან კულტურებს მიეძღვნება.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი გახსნიან და მასში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული სკოლი მოსწავლეები, რომლებიც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიმართულებით ახალი თაობის ხედვას და კონცეფციას წარმოადგენენ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში, შეფ-მზარეული მანუელ ბარანდა თანამედროვე კულინარიაში ტრადიციული ქართული პარკოსანი კულტურების გამოყენებაზე ისაუბრებს. სტუმრებს საშუალება მიეცემათ სპეციალურად ამ დღისთვის, პარკოსნებით მომზადებული ტრადიციული ქართული და ევროპული კერძები დააგემოვნონ.