“მოგვეცით მუშაობის საშუალება”, “თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე
“, “არა აგრესიას ჟურნალისტებზე”, “მედია ზეწოლის გარეშე”, “პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია”,- ამ მოთხონებით, ხვალ, 12:00 სააათზე ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართება.
მედიის წარმომადენლები ამ ფორმით, ქუთაისის 90 -ე უბანზე მომხდარ ძალადობას გააპროტესტებენ. ჟურნალისტები საქმის დროულ გამოძიებას და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს 90-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდენენ,რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს აპარატურა დაუზიანდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.