ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში
, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის – განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ასევე ქალაქის მერმა ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიების მიზანს, მასწავლებელთა შემოქმედების თანამედროვე რეალობიდან დანახვა, მათი ღვაწლის დაფასება წარმოადგენს.
“დღავანდელი დღე მინდა ყველა პედაგოგს მივულოცო და ჩემი პატივისცემა დავადასტურო, რადგან იყო მასწავლებელი ეს ძალიან დიდი წოდებაა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ნამდვილად დასაფასებელი პროფესიაა,”-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.