საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო პარლამენტის 4 წლიან მუშაობას აფასებს.
კვლევაში მოცემულია ინფორმაცია პარლამენტის თითოეული წევრის აქტივობის შესახებ.
პლენარული სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს კობა ნაყოფიას 172 გაცდენა,
პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს კობა დავითაშვილს – 39 გაცდენა,
კომიტეტის სხდომის საპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ლევან ბეჟაშვილს – 226 გაცდენა,
კომიტეტის სხდომის არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტი გაცდენა აქვს ნუგზარ წიკლაურს – 166 გაცდენა,
საანგარიშო პერიოდში საპატიო მიზეზით პლენარული სხდომის 5913 გაცდენა დაფიქსირდა. აქედან მივლინება – 855, ავადმყოფობა – 417, პოლიტიკური მოსაზრების გამო – 541, ოჯახური მდგომარეობის გამო – 4100, არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენის საერთო რაოდენობა – 983, საპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის საერთო რაოდენობა – 4700, არასაპატიო მიზეზით კომიტეტის სხდომა გაცდენის რაოდენობა – 4436.
“პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოავალეობებს, რაზეც სხდომათა გაცდენებების მაჩვენებელიც მუთითებს, თუცა პარლამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა დისციპლინური სანქციების ეფექტური გამოყენება,”- ნათქვამია კვლევაში.