სამართლიანი არჩევნების მეოთხე შუალედურ ანგარიშში მოხვდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.

ორგანიზაცია ამ მხრივ მზარდ ტენდენციაზე საუბრობს.
“ადმინისტრაციულ რესურსს, ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობები იყენებენ მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. ორგანიზაციის მიერ დაფიქსირდა ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების დამზადების და უფასოდ გავრცელების, შენობა-ნაგებობების გამოყენების, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა, რაც საარჩევნო კოდექსის თანახმად აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. აღსანიშნავია ზოგიერთ მუნიციპალიტეტის ინიციატივა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოქალაქეებისთვის ცალკეული პროექტების მიმდინარეობის თუ დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. მუნიციპალიტეტების მხრიდან წინასაარჩევნოდ აღნიშნული ინიციატივების განხორციელება შესაძლოა წარმოადგენდეს ამომრჩეველის ნებაზე ზემოქმედების ფორმას და შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს”, – ნათქვამია ანგარიშში.
მოკლე ტექსტური შეტყობინენების სახით განხორციელებული ან მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის ქუთაისის მუნიციპალიტეტიდანაც ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე მისდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *