პრესის თავისუფლების დღეს ქუთაისში კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, სადაც ასევე ჰქონდათ პლაკატები “თავისუფლება ნიკას!!!”
ჟურნალისტების თქმით, “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს.
“ნიკა გვარამიას პატიმრობით, გისოსებს მიღმაა ჩვენი ევროპული მომავალი”- თქვა ჟურნალისტმა ია იაშვილმა.
ჟურნალისტ ქეთი დეისაძის თქმით: ”
ნიკა გვარამიას თავისუფლებაზე გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ევოპული მომავალი, ამიტომ, მივმართავთ პრეზიდენტს, მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გცარამია”
“მედიამენეჯერის გათავისუფლებით პრეზიდენტს შეუძლია დემოკრატიოული მედიაგარემო დაიცვას და ამით ევროკავშირის 12 პუნქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა შეასრულოს. სალომე ზურაბიშვილს ამ ქმედებით შეუძლია თქვას ან დაამტკიცოს, რომ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში მისი პატრონაჟის ქვეშ არის”, – განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.