იმერეთის გუბერნატორს ზვიად
შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, გუბერნატორი თვითიზოლაციაში იმყოფება და მკურნალობის კურსს ბინაზე გადის. მათივე ინფორმაციით, კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.
დღეს იმერეთში ვირუსის 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა.