ქუთაისში გადაადგილებასთან დაწესებული შეზღუდვები
ორი დღით მოიხსნა. მოქალაქეებს 21 და 22 ნოემბერს ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მიიღეს. ცვლილებებია ასევე შეეხო თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავს, გორს, ფოთსა და ზუგდიდს.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე მიიღო.
შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება.