ჭიათურაში მდუმარე აქცია ,,ნუ მოკლავ ჭიათურას” გაიმართა. ჭიათურის მერიის
წინაქციის მონაწილეებმა ჭიათურაში შეჩერებული საბაგიროების ფოტოები, იმ სოფლების ფოტოები გამოფინეს, სადაც ღია კარიერული წესით ხდება მანგანუმის მოპოვება.
,,დღეს ჩვენ ვხედავთ ფოტოებს, რომლებიც ასახავს ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფას. აქ არის საბაგიოროების ფოტოები, რომლები ერთი წელია გაჩერდა. არ სრულდება ის პირობა რომელიც 1 წლის წინ ,,ჯორჯიან მანგანეზმა” დადო მაღაროელებთან და მოსახლეობასთან ქალაქში არ უნდა მოძრაობდეს მძიმეწონიანი მანქანები”.- საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა” თავმჯდომარემ, ნოდარ ჩაჩანიძემ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სადაც ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებენ 1200 ჰექტარს აღემატება, რასაც ჭიათურა ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიჰყავს. ისინი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმ ვალდებულებების შესრულებასაც ითხოვენ, რაც გარემოს დაცვას გულისხმობს.
აქცია მმართველობის მონიტორინგის ცენტრისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მომავლის ჭიათურას” ორგანიზებით გაიმართა.