ქუთაისის ბიუჯეტში მეორე ცვლილება შევიდა. რგფ-დან გამოყოფილი
თანხით ბიუჯეტი 1 415 000 ლარით გაიზარდა. საკითხს მხარი საკრებულოს დეპუტატებმა 29-ე სხდომაზე დაუჭირეს.
ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის განმარტებით, 1 243 000 ლარი ქუთაისში ავტობუსების პარკის მშენებლობისათვის, ხოლო 172 600 ლარი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობისათვის დაიხარჯება.
მეორე ცვლილების შემდეგ, ბიუჯეტი 77 773 900 ლარს შეადგენს.