საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვის შესახებ
არსებულ ინფორმაციას ადასტურებს. გახარიას განცხადებით, საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს. გახარია აცხადებს, რომ ქუთაისმა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია უნდა შეიძინოს.
“ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობა ქალაქისათვის ბევრად მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტის. გარდა ამისა, პარლამენტს, სადაც შენობა ფიზიკურად არსებობს, ექნება თავის დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი სახე. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება იყოს: განათლება, მედიცინა, ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.
2019 წლის იანვრიდან ქუთაისში პარლამენტმა ფუნქციონირება შეწყვიტა და თბილისში გადავიდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე