ქუთაისის მერიამ გუგუნავას 12-ში არსებული შენობის
რეაბილიტაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მითითებულია, რომ რეაბილიტაცია საერთო საცხოვრისის მოწყობის მიზნით იგეგმება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 25 000 ლარია. წინადადებების მიღება 8 თებერვალს იწყება და 11 თებერვალს სრულდება.
მერიაში აცხადებენ, შენობის გარემონტება იგეგმება ხოლო მის ფუნქციურ დატვირთვასა და სხვა დეტალებზე შესაბამისი კომისია სამუშაოების დასრულების შემდეგ იმსჯელებს.