მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე აბაშიძე ამსტერდამში,
ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრა. ასამბლეის დღის წესრიგში ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ევროპული თეატრების კონვენციის გაერთიანებაში მესხიშვილის თეატრის გაწევრიანების საკითხი დგას. გადაწყვეტილებას კენჭისყრის მეშვეობით მიიღებენ.
“ეს არის ევროპულ ასპარეზზე პირდაპირი გასვლა, რაც მოიცავს კონვენციაში შემავალ თეატრებთან ურთიერთობას, გასვლით გასტროლებს, საერთაშორისო ფესტივალებზე მიწვევასა და ევროპის თეატრალურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობას. თეატრისა და ქალაქის ცნობადობა გაიზრდება. ჩვენ ვართ მზად და ყველა პარამეტრს ვაკმაყოფილებთ. ეს არის შედეგი იმ აქტიურობის, რომელსაც 2 წლის განმავლობაში მესხიშვილის თეატრი საერთაშორისო ასპარეზზე იჩენდა. ასამბლეაში გაწევრიანების მოწვევა მათგან მოგვივიდა,”-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე