პოლიტიკა
15-16 ივნისს თეატრალურ ფესტივალზე საჩხერისა და ტყიბულის თეატრები წარსდგნენ
15-16 ივნისს თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლები საჩხერისა და ტყიბულის თეატრალურმა დასებმა წარადგინეს.

საჩხერის სახალხო თეატრმა იაპონელი მწერლის რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა" ითამაშა, ტყიბულის თეატრმა კი ოთარ ქათამაძის "დაარქვი რაც გინდა".

ფესტივალი მეათე წელია იმართება და მასში მონაწილეობას იმერეთის მუნიციპალიტეტის თეატრალური და მოწვეული უცხოური დასები მონაწილეობენ.

2017-2018 წლებში საჩხერის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე მთავარი პრიზის გრამპრის მფლობელი გახდა. 2017 წელს მათ სპექტაკლი ,,გამზრდელი", ხოლო 2018 წელს ,,მეფე ლირი" წარადგინეს.


ფოტო: საჩხერის მერია
| Print |