პოლიტიკა
როგორია ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მონაცემებით იმერეთის რეგიონებში
15:00 საათის მონაცემებით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აქტივობის სხვადასხვა მაჩვენებელი ფიქსირდება. აღნიშნული დროისათვის საარჩევნო უბნებზე ბაღდათში 8 955 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 40,8 პროცენტია. საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარი შევიდა, ხოლო 3 საჩივარი უბნებზე დაიწერა.

ჭიათურაში 15:00 საათისათვის არჩევნებზე 13 177 მოქალაქე მივიდა, რაც 30, 63 პროცენტია. ამ დროისათვის 2 საჩივარი დაიწერა.

ტყიბულში მოქალაქეთა აქტივობამ 39, 52 პროცენტი შეადგინა. არ დაფიქსირებულა საჩივრები.

ვანში 15:00 საათისათვის ამომრჩევლის აქტივობა 10 639, რაც 42 პროცენტია.

საჩხერეში 25 000 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, რაც 35 პროცენტია. საჩივარი საჩხერეში არ დაფისირებულა.

წყალტუბოში 18 000 ამომრჩეველი გამოცხადდა არჩევნებზე. უბნებზე 3 საჩივარი დაიწერა.
| Print |