ქუთაისის მიმდინარე წლის

ბიუჯეტში ცვლილებები შედის. რადიო “ძველი ქალაქის” ინფორმაციით, საბიუჯეტო თანხას დაახლოებით 2 მილიონ 800 ათასი ლარი უნდა დაემატოს.  საკითხი ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა უკვე განიხილეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეს 14:00 საათზე რგგარეშე მეოთხე სხდომას გამართავს. აღნიშნულ საკითხს დეპუტატები კენჭს უყრიან. 

საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას რადიო “ძველი ქალაქი”  სხდომის დასრულების შემდეგ მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *