პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ქართულ ოცნებას" მარეხი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს
ქუთაისის საკრებულოში 2 ფრაქცია შეიქმნა. ერთი "ქართული ოცნება" და მეორე "ნაციონალური" მოძრაობა.
ფრაქცია "ქართულ ოცნებას" მარეხი ნიჟარაძე, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" გიგა შუშანია უხელმძღვანელებს.

"ვეროპული საქართველო" ფრაქციას ვერ ქმნის, რადაგან ამ პარტიიდან საკრებულოში მხოლოდ 2 დეპუტატია წარმოდგენილი.

გუშინ გამართულ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარებიც აირჩიეს. როგორი იქნება კომისიების შემადგენლობა ეს მომდევნო სხდომაზე გხდება ცნობილი.
ქუთაისის საკრებულო სულ 25 დეპუტატისგან შედგება. აქედან 4 ქალია. ამ დეპუტატებიდან კი მხოლოდ ერთი დასახელდა ფრაქციის ხელმძღვანელად. ქუთაისის საკრებულოში თავმჯდომარედ, თავმჯდომარის მოადგილეებად და კომისიების თავმჯდომარეებად მამაკაცები აირჩიეს.

| Print |