პოლიტიკა
ქუთაისში ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 55117–მა ამომრჩეველმა მიიღო
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის 17 საათიან მონაცემებს ავრცელებს. კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, ქუთაისში ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობა 55 117–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 34,08% შეადგენს.

"ამომრჩეველთა კარგი აქტივობა იყო, თუმცა 3 საათიდან ოდნავ შენელდა. იმედი მაქვს 8 საათისთვის მოიმატებს აქტივობა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 76%–ს შეადგენდა. ხოლო რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას  24–მდე გაიზარდა და ძირითადად  პროცედურულ საკითხების დარღვევებს შეადგენს.
| Print |