2019 წლიდან თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას

საქართველოს რეგიონები უმასპინძლებს. “არტისტერიუმის” რეგიონული ფორმატის პირველ ქალაქი ქუთაისია. როგორც გამოფენის ანონსშია ნათქვამი, “არტისტერიუმი” საქართველოს რეგიონებში გადადის იმისთვის, თბილისში დაგროვებული საერთაშორისო სახელოვნებო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიტანოს, მოიზიდოს და დააინტერესოს ახალი მაყურებელი და ხელი შეუწყოს სახელოვნებო პროცესების დეცენტრალიზაციას საქართველოში.

“2019 წელი დავით კაკაბაძის დაბადების 130 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტი ქართულ მოდერნიზმსა და თანამედროვე ხელოვნებაზე ქუთაისში გაკეთდეს, გამომდინარე მისი ისტორიული როლიდან, საქართველოში მოდერნისტული აზროვნების შემოტანისა და დაფუძნებისთვის,”- ნათქვამია ფესტივალის აღწერაში.

ფესტივალის პროგრამა:

11 ივნისი, სამშაბათი

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა 

18:00 – “არტისტერიუმი XII გზაზე – ქუთაისი”, საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა. ლია უკლება, ქრისტინე რობაქიძე, როლანდ შალამბერიძე, თეა სულაბერიძე, მინდია ჩარქსელიანი, როკო ირემაშვილი, ლუკა ზაუტაშვილი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, გურამ წიბახაშვილი, ლისა ღლონტი, საქართველო; სო იანგი, სამხრეთ კორეა; ალი ბრამველი, ახალი ზელანდია; ნეზაკეტ ეკიჩი, თურქეთი; შაჰარ მარკუსი, ისრაელი; მასარუ ივაი, იაპონია; ლიზა ბიდლინგმაიერი, იენს რაუში, გერმანია; დომინიკ ფური, ალექს პერე, საფრანგეთი; ენრიკე მუნიოს გარსია შვეიცარია/ჩილე.

საგამოფენო პროექტი “ერთიანი ფუტურისტული სივრცე”, ჰარ ზუ (არუტუნ ზულუმიანი), ინა გრინჩელი, ალექსეი პარიგინი, ვადიმ ბო, იგორ ულანგინი, იაშა კრაინი, პეტერბურგი.

ვიდეო პროგრამა “ქართული ვიდეო ხელოვნება”, ელენე რაქვიაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, თეა თელია, ია რე და მიშა მაისურაძე, ვატო წერეთელი, კოტე სულაბერიძე, ზურა ჩართოლანი, ილიკო ზაუტაშვილი, კოტე ჯინჭარაძე და ვახო ბუღაძე.

13 ივნისი, ხუთშაბათი

09:00 – აქცია “მღვიმედან მონასტრამდე”, პიტერ ნესმიტი, დიდი ბრიტანეთი. მარშრუტი: ცუცხვათის მღვიმეები, საწირეს გიშრის და ხეზე კვეთის საამქროები, მიტოვებული მაღარო და ჩაის პლანტაციები, გელათის მონასტერი.

14 ივნისი, პარასკევი

13:00 – პროექტის “სოკოზე მონადირენი”, პრეზენტაცია, გაბრიელ ადამსი, ეშლინ მორგანი, აშშ. სოფელი კურსები.

15 ივნისი, შაბათი

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა

12:00 – ლექციები: ლაშა ბაქრაძე “ცისფერყანწელების ამაღელვებელი ცხოვრება და ტრაგიკული სიკვდილი”. ქეთი შავგულიძე “„HOOPLA … თამაში დროსა და სივრცესთან”. ნანა ყიფიანი, “ქუთაისი მისთვისაა გაჩენილი, რომ აქ იყოს მუზეუმი” მეოცნებე ნიამორები, 1919. ალექსეი პარიგინი, “პოსტურბანიზმი, როგორც მომავლის კონცეფცია”.

16:00 – “დუმილი”, ტექსტი საჯარო სივრცეში, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე, საქართველო.

17:00 – ქანდაკება საჯარო სივრცეში, პაველ მატიშევსკი, პოლონეთი, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ლესელიძის ქ. 2, ქუთაისი.

22:00 – “უსათაურო”, ნიკო ცეცხალშე, გალაკტიონ კინწურაშვილი, საქართველო, 3D პროექცია დ. კაკაბაძის გალერეის ფასადზე.

16 ივნისი, კვირა

ბაღდათი

13:00 – ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, ფუტურისტული პოეზია, პიტერ ნესმიტი, ერეკლე დეისაძე, ვადიმ ბო, იგორ ულანგინი.

19-20 ივნისი

18:00-20:00 – არტისტერიუმი 12 / 2019-ის ვიდეო და ფოტო დოკუმენტაციის პრეზენტაცია თბილისის ისტორის მუზეუმში.

გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაგრძელდება 2019 წლის 30 ივნისამდე.

“არტისტერიუმი” თბილისში დაფუძნდა და პირველად 2008 წლის ნოემბერში ჩატარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *