კულტურა
"კერძო შემოწირულობებითა და საკუთარი ჯიბის ფულით გადავიღეთ ფილმი"- პრემიერა ქუთაისში
ქუთაისში, კინო "საქართველომ" "განწირული გვირგვინის" პრემიერას უმასპინძლა.

ფილმი სათავგადასავლო ჟანრისაა, რომელიც კოლხური დიადემის ბედზე მოგვითხრობს. ნამუშევრის სცენარის ავტორი და რეჟისორი ცისკარა ფაჩულიაა.

ცისკარა ფაჩულიას თქმით, ფილმის შექმნის იდეა 2014 წელს გაჩნდა. რეჟისორი განმარტავს, რომ ნამუშევარი ერთგვარ საპროტესტო ხასიათს ატარებს, რადგან ქართული უძველესი ნამუშევრები და შეუფასებელი ექსპონატები ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უნდა გადიოდეს.

"მაგალითისათვის ავიღეთ კოლხური დიადემა, რომელიც 2500 წლის ნივთია. ექსპონატი სახელმწიფოებრივ სიმბოლიკასაც წარმოადგენს. ნამუშევრის შესაქმელად მერიიდან მინიმალური 500 ლარიანი დახმარება მივიღეთ. კერძო შემოწირულობებითა და საკუთარი ჯიბის ფულით გადავიღეთ ფილმი,"-განაცხადა ფაჩულიამ.

ნამუშევარი ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა და მასში ადგილობრივი მსახიობები მონაწილეობენ.

ფილმში მთავარ როლს თემურ ხითარიშვილი ასრულებს, რომლის გმირიც მუზეუმის თანამშრომელი სანდროა.

"სანდრო არის გმირი, რომელიც ცდილობს გადაარჩინოს საახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთი. ძალიან საინტერესო და რთული იყო ფილმზე მუშაობა. გარდაიქმნა ჩემი პიროვნება. რეალურად სხვა ადამიანი ვარ, თუმცა შინაგანად სანდროს ხასიათი დამრჩა,-განაცხადა ხითარიშვილმა.

ფილმის ბიუჯეტი 50 000 ლარია. ნამუშევრის ჩვენება თბილისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებშიც იგეგმება.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე
წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა.
17:22 / 23.07.2018

აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა.

აზიური ფაროსანს წინააღმდეგ  ქიმიური საშუალებით ტერიტორიების
დამუშავება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
17:14 / 23.07.2018

აზიური ფაროსანს წინააღმდეგ  ქიმიური საშუალებით ტერიტორიების დამუშავება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ქმედუნარიანად ითვლება
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის
მიმღები),
16:13 / 23.07.2018
ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები),
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ვალუტა
EUR
EUR
2.8436
TRY
TRY
0.5080
USD
USD
2.4417
ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 19 - 27 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img