საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 010 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 83 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა.
იმერეთის საავადმყოფოებში 311 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 129 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. თვითიზოლაციაშია 779 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 603 პირი. გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 747-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 პირი ემსხვერპლა.