ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 147 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან იმერეთში 27 გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში დადასტურდა, იმერეთი მეორე ადგილზეა, ხოლო შემდეგ კახეთი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 275 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 84 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 12 პირი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 4 პაციენტია. თვითიზოლაციაში 738 მოქალაქეა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 193 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 15 პაციენტი.