იმერეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ სამეგრელო – ზემო სვანეთი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 309 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 84 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 11 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 3 პაციენტია. თვითიზოლაციაში 763 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 362 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 470 პირი. გარდაიცვალა 12 პაციენტი.