იმერეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ კახეთი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 421 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 113 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 14 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 12 პაციენტია. თვითიზოლაციაში 1 159 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 499 პირი. გარდაიცვალა 13 პაციენტი.