ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში გამოვლინდა. შემთხვევების დიდი რაოდენობით იმერეთის შემდეგ სამეგრელო – ზემო სვანეთი მოდის.
იმერეთის საავადმყოფოებში 464 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 116 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 18 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 11 პაციენტია. თვითიზოლაციაში 1 410 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 469 პირი. გარდაიცვალა 5 პაციენტი.