იმერეთში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. 31 დეკემბრის კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში გამოვლინდა. იმერეთის საავადმყოფოებში 1 007 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 246 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 პირი. კლინიკურ სასტუმროებში 85 პაციენტია. საკარანტინე სივრცეებშია 68 მოქალაქე. თვითიზოლაციაშია 3 644 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 1 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1 282 პირი. ვირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.