იმერეთში კორონავირუსის 279 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისში გამოვლინდა.
მთავრობის ინფორმაციით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 257 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 226 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 პირი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში 112 პაციენტია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეებშია 13 პირი. თვითიზოლაციაშია 5 168 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2 737 პირი. გარდაიცვალა 43 პაციენტი.