იმერეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა
დადასტურდა. 21 დეკემბრის მონაცემებით, კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები კვლავ თბილისში ფიქსირდება.
იმერეთის საავადმყოფოებში 1 347 ადამიანი მკურნალობს. მძიმეა 236 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 63 პაციენტი. კლინიკურ-სასტუმროებში 123 პირია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეშია 7 პაციენტი. თვითიზოლაციაშია 6 088 მოქალაქე.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 227 პირი. გარდაიცვალა 46 პაციენტი.