ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსის
541 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, იმერეთის საავადმყოფოებში 1 179 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 169 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 პირი.
კოვიდსასტუმრობეში იმერეთის მასშტაბით მოთავსებულია 336 პირი, საკარანტინე სივრცეებში კი-26. თვითიზოლაციაშია 5 224 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა.