ტყიბულში, “საქნახშირის” ინფიცირებული თანამშრომლების სამკურნალო
დაწესებულებებში გადაყვანა მიმდინარეობს. “საქნახშირში” განაცხადეს, რომ ინფიცირებულები ქუთაისის კოვიდ კლინიკებსა და წყალტუბოს კოვიდსასტუმროებში გადანაწილდებიან. მათივე განმარტებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც თანამშრომლების ოჯახის წევრებთან იმუშავებს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად შეამოწმებენ.
შეგახსენებთ, დღეს ვირუსი კომპანიის 144 თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც “საქნახშირმა” საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა. გატესტილია 1114 ადამიანი. კომპანიაში სულ 1170 ადამიანი მუშაობს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე