კოვიდ 19-ისაგან ქუთაისის ინფექციურში 25 დღის ჩვილი
გამოჯანმრთელდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი ოჯახის წევრისაგან დაინფიცირდა. ჩვილი ქუთაისის ინფექციურში მკურნალობის კურსს 10 დღის განმავლობაში გადიოდა. მკურნალი ექიმის, ვასილ გოდუაძის განცხადებით, ჩვილი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ბინაზე უკვე გაეწერა.
ინფექციურ კლინიკაში 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კოვიდ 19-ის 477 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. საავადმყოფოებში 1 143 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 173 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 27 პირი.
საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 32 ადამიანი. თვითიზოლაციაშია 5 230 პირი.