კოვიდ 19-ით ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” 64 წლის პაციენტი
გარდაიცვალა. კაცი კლინიკაში 26 ოქტომბერს შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. მათ შორის გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონით გამოწვეული გართულებები.
ამ დროისთვის კლინიკის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 120 პაციენტი გადის.