იმერეთში კორონავირუსის 463 შემთხვევა
დადასტურდა. კოვიდ 19-ით გარდაიცვალა 6 პაციენტი. თვითიზოლაციაში 4 246 პირი იმყოფება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისში გამოვლენილია ვირუსის 1 130 შემთხვევა, ხოლო აჭარაში – 653.
24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 348 პირი.