საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი და გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ჯამში 1 279 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 6 185 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 215 პირი რჩება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსს ქვეყანაში 19 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.