ქუთაისის მასშტაბით საშუალო სკოლა 1937-მა მე-12 კლასელმა
დაამთავრა. მათ შორის 1769 საჯარო, ხოლო 168 კერძო სკოლის მოსწავლეა. ამის შესახებ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული მოსწავლეებიდან 234 ოქროს მედლის კანდიდატია, ხოლო 48 – ვერცხლის მედლის.
2020-2021 წლების მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გაიმართება.